ეროვნულმა ბანკმა ორი მიკროსაფინანსო 29 000 ლარით დააჯარიმა – მიზეზები

ეროვნულმა ბანკმა ორი მიკროსაფინანსო 29 000 ლარით დააჯარიმა – მიზეზები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. კერძოდ, შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორი” 16 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო სს „მისო ქართული კრედიტი” – 13 000 ლარით.

შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორის” 6 000 ლარით დაჯარიმების მიზეზი გახდა სებ-ისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის სამი შემთხვევა. ამავე მიზეზით დაჯარიმდა სს „მისო ქართული კრედიტიც”, რომელსაც ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 6 შემთხვევისთვის 12 000 ლარი დაეკისრა.

ამასთან, გამოვლინდა შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორის” მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 10 შემთხვევა, რისთვისაც კომპანია 10 000 ლარით დაჯარიმდა. ანალოგიური მიზეზით, ერთი შემთხვევაზე 1 000 ლარით დაჯარიმდა სს “მისო ქართული კრედიტი”.

მსგავსი სიახლეები

“ლიზინგის დარგს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს” – რა საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს სექტორი

“ლიზინგის დარგს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს” – რა საკანონმდებლო…

სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები დარგისთვის საკანონმდებლო და საგადასახადო მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ. როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ერთ-ერთი გამოწვევა ამჟამად სექტორისთვის მოქმედი…
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – TOP-10 ექსპორტიორი/იმპორტიორი

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – TOP-10 ექსპორტიორი/იმპორტიორი

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტი 2024 წელს თითქმის $2 მილიარდამდე, უფრო კონკრეტულად კი 1 მილიარდ 915 მილიონ დოლარამდე…
მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…